FAQFAQ   ძიებაძიება   წევრთა სიაწევრთა სია   ჯგუფებიჯგუფები   რეგისტრაციარეგისტრაცია   პროფილიპროფილი   Login to check your private messagesLogin to check your private messages   LoginLogin 

ისტ (ტექნოლოგიები სკოლაში)

 
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე    ganatleba.org -> საგნობრივი საკითხები
წინა თემის ნახვა :: შემდეგი თემის ნახვა  
ავტორი შეტყობინება
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Sat Jun 30, 2007 11:19 am    წერილის სათაური: ისტ (ტექნოლოგიები სკოლაში) პასუხი ციტირებით

რითი უნდა იხელმძღვანელონ ინფორმატიკის მასწავლებლებმა. არსებობს თუ არა ეროვნული სასწავლო გეგმა ამ საგანში?ეროვნული სასწავლო გეგმა ინფორმატიკაში დაიწერა, დაიწყო მისი გავრცელება-განხილვის პროცესი, დამტკიცებამდე გაივლის კორექტირებას და ახლო მომავალში დაურიგდება სკოლებს.
იმ სკოლებში, სადაც 2006-2007 სასწავლო წლისათვის არსებობს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკა, თითოეულ მოსწავლეს მეათე კლასში, უნდა ჰქონდეს წლის განმავლობაში გავლილი 36 საათიანი კურსი კომპიუტერების გამოყენების საბაზისო უნარ-ჩვევების შესასწავლად. თუ სკოლას აქვს შესაძლებლობა, რომ მეცხრეკლასელებსაც გაატაროს მსგავსი კურსი, მაშინ მათაც მსგავსი წესი ეხებათ და ა.შ. (რაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს სკოლას, მით უფრო მეტი კლასი უნდა მოიცვას).
რაც შეეხება ამ 36 საათის გადანაწილებას, აქ სკოლას ეძლევა სრული თავისუფლება თვითონ გადაწყვიტოს რა სქემით ასწავლის მოსწავლეებს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება გარკვეული დრო ინდივიდუალურად იმუშაონ კომპიუტერთან. ამისთვის, შესაძლებელია, რომ საკლასო განაყოფები დაიყოს კიდევ უფრო მცირე ჯგუფებად. ასევე შესაძლებელია, რომ მოსწავლეების ერთმა ნაწილმა ვთქვათ ინტენსიურად იმუშაოს ერთი ტრიმესტრის განმავლობაში, მომდევნო ტრიმესტრში კი მოსწავლეების სხვა ნაწილი ჩაენაცვლოს. ანუ 36 საათი არ არის აუცილებელი, რომ თითოეული მოსწავლისთვის მთელ წელიწადზე, კვირაში თითო საათის სახით იყოს გადანაწილებული.


სად შეიძლება ინფორმატიკაში ტრენინგების გავლა?
პროგრამა "ირმის ნახტომის" ფარგლებში მიმდინარეობს უწყვეტი გადამზადების პროცესი. თუკი თქვენს სკოლას მოპოვებული აქვს კომპიუტერული აღჭურვილობა, სკოლის პედაგოგებს საშუალება ეძლევათ უფასოდ გადამზადდნენ და გაიარონ 24 საათიანი ტრენინგი (კვირაში სამჯერ ორ-ორ საათიანი სწავლება _ 12 დღე, ან შაბათ-კვირას სამ-სამ საათიანი ტრენინგ პროგრამა _ 8 დღე). ამისათვის საჭიროა "ირმის ნახტომში" ჩართული სკოლების დირექტორებმა ფონდს მიაწოდონ იმ მასწავლებელთა სია, რომელთაც სურვილი აქვთ დაეუფლონ კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევებს. სიაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია მასავლებლების შესახებ (გვარი, სახელი, კოორდინატები და რა საგანს ასწავლის). ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც. სკოლიდან წარმოდგენილი წერილი უნდა იყოს დამოწმებული ბეჭდით. სიაში საწყის ეტაპზე შეიძლება იყოს შეყვანილი ათი მასწავლებელი, ეს პროცესები გაგრძელდება, სანამ არ გადამზადდება ყველა პედაგოგი.


რატომ არის სკოლებში გამოყენებული სისტემური პროგრამა Linux, როცა ძირითადად, დამკვიდრებულია Windows.
2005 წლის 22 აპრილს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში Linux-Windows დებატები გაიმართა. შეხვედრაზე დამსწრეებმა იმსჯელეს სხვადასხვა პლატფორმების უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე.
სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მოხდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ”ირმის ნახტომის” ფარგლებში სკოლებისთვის შეძენილ კომპიუტერებზე ღია კოდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფა დანერგილიყო.
ცოტა რამ ”ლინუქსის” შესახებ: ეს ოპერაციული სისტემა 1991 წელს შექმნა ფინელმა პროგრამისტმა ლინუს ტორვალცმა. მის მიერ დაწერილი ოპერაციული სისტემა ”ღია კოდის” ლიცენზიაზეა აგებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უფასოა. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს ”ლინუქსი” თავისი შეხედულებისამებრ გადააკეთოს და მასში ნებისმიერი ცვლილება შეიტანოს. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე მოხერხდა მისი გაქართულება.
BBC News –"ლინუქსი მყარად იკიდებს ფეხს ბიზნესში, სადაც უკვე დაიღალნენ დაუმთავრებელი განახლებებით, ფასების ზრდით, პროგრამებში აღმოჩენილი შეცდომების გასწორებით, და ყველა იმ პრობლემით, რომელიც მაიქროსოფთის პროგრამებთანაა დაკავშირებული. ლინუქსი, როგორც ჩანს, ფართოდ გავრცელდება, რამდენადაც ბევრი უნივერსიტეტი პროგრამირების სწავლებისას მას იყენებს როგორც პირველადი კოდის მაგალითს, რომელიც ლინუქსში ყველასათვის ხელმისაწვდომია. როდესაც ეს სტუდენტები მუშაობას დაიწყებენ, ისინი არჩევანს ლინუქსზე შეაჩერებენ."
"ცხელი ხაზი" ტექნიკური პრობლემებისთვის: 25-14-40
“ცხელი ხაზის“ ვებ-გვერდია: http://hotline.grena.ge/


რა დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს კომპიუტერის ცოდნა? კომპიუტერული პროგრამების ცოდნა განსაზღვრული არ არის, მაგრამ საკუთარი საგნობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, მასწავლებელმა სასურველია, იცოდეს მასალის მოსაძიებლად სხვადასხვა ვებ-გვერდები, ინფორმაციის დასამუშავებლად და საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად აუცილებელია სამომხმარებლო პროგრამების ცოდნა.
პროგრამა "ირმის ნახტომის" ფარგლებში მიმდინარეობს გადამზადების პროცესი. თუკი თქვენს სკოლას მოპოვებული აქვს კომპიუტერული აღჭურვილობა, სკოლის პედაგოგებს საშუალება ეძლევათ უფასოდ გადამზადდნენ და გაიარონ 24 საათიანი ტრენინგი. ამისათვის საჭიროა "ირმის ნახტომში" ჩართული სკოლების დირექტორებმა ფონდს მიაწოდონ იმ მასწავლებელთა სია, რომელთაც სურვილი აქვთ დაეუფლონ კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევებს. სიაში საწყის ეტაპზე შეიძლება იყოს შეყვანილი ათი მასწავლებელი, ეს პროცესები გაგრძელდება, სანამ არ გადამზადდება ყველა პედაგოგი.


იწერება თუ არა ინფორმატიკაში ნიშნები?
იმ სკოლებში, სადაც 2006-2007 სასწავლო წლისათვის არსებობს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკა, თითოეულ მოსწავლეს მეათე კლასში, უნდა ჰქონდეს წლის განმავლობაში გავლილი 36 საათიანი კურსი კომპიუტერების გამოყენების საბაზისო უნარ-ჩვევების შესასწავლად. თუ სკოლას აქვს შესაძლებლობა, რომ მეცხრეკლასელებსაც გაატაროს მსგავსი კურსი, მაშინ მათაც მსგავსი წესი ეხებათ და ა.შ. (რაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს სკოლას, მით უფრო მეტი კლასი უნდა მოიცვას).
ინფორმატიკა ჩვეულებრივი საგანია. სკოლებში სადაც ამ საგნის სწავლება სავალდებულოა, ნიშნები იწერება.


იქნება თუ არა უახლოეს მომავალში ყველა სკოლა ჩართული ინტერნეტში, როდესაც მასწავლებლებს თუ მოსწავლეებს ახალი მოთხოვნებით ესაჭიროებათ თანამედროვე ინფორმაციის მოძიება?
2007 წლის დეკემბრამდე საქართველოს ყველა საჯარო სკოლა ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩაერთვება.
ერთიანი საგანმანათლებლო ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ქსელი ყველა საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სამინისტროს დააკავშირებს.


ინფორმატიკის გაკვეთილზე შეიძლება თუ არა ორ-ორი მოსწავლის დასმა კომპიუტერთან?
კომპიუტერული უნარების შეძენა შესაძლებელია წყვილებში მუშაობის შემთხვევაში, თუკი მასალის განსამტკიცებლად კომპიუტერთან გატარებული დრო მოსწავლეებს შორის თანაბრად იქნება გადანაწილებული.


უკანასკნელი შემსწორებელი: Manana Ratiani. დრო: Tue Jul 17, 2007 10:10 am. შესწორებათა საერთო რაოდენობა: 3
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Manana Ratiani



Joined: 07 Jun 2007
წერილი: 188
ადგილმდ.: Tbilisi, Georgia

წერილიგამოგზავნილია: Sat Jun 30, 2007 11:23 am    წერილის სათაური: პასუხი ციტირებით

სად უნდა მოვიძიოთ კანონები, კონვენციები და სხვა ტიპის დეკლარაციები?
საქართველოში მოქმედი კანონებისა და საერთაშორისო (მათ შორის ევროპული) კონვენციებისა თუ დეკლარაციების ტექსტების მოძიება შესაძლებელია რამდენიმე გზით.
თუ თქვენ ხელი არ მიგიწვდებათ ინტერნეტით სარგებლობაზე, მაშინ მოგიწევთ ნაბეჭდი სახით (წიგნი, ალმანახი, სპეცგამოცემა და ა.შ.) მათი შეძენა წიგნების მაღაზიებში ან გამოწერა. ასეთ შემთხვევაში, ჯობს, მიმართოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” (თბილისი, რუსთაველის გამზირი #30, ტელ: 990008, 983666, 932728, 997601), გაეცნოთ მათი მომსახურების სახეებს და განუმარტოთ თქვენი კონკრეტული საჭიროებები.
თუ ინტერნეტით სარგებლობა (თუნდაც იშვიათად) თქვენთვის ხელმისაწვდომია, მაშინ ფართო არჩევანი გაქვთ. მოგვყავს ყველაზე მეტად გავრცელებული რამდენიმე ვებ-გვერდის მისამართი:
http://www.nplg.gov.ge/civil/Tematuri%20katalogi/rubrikatori.htm
http://www.justice.gov.ge/
http://intranet.parliament.ge/
http://portal.coe.ge/
http://www.civilin.org.ge/
http://www.supremecourt.ge/

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა მასწავლებელმა არ იცის უცხო ენა, რომ ინფორმაცია მოიძიოს ინტერნეტში. იქნებ შესაძლებელი არის ქართულენოვანი ვებ-საიტების გამოქვეყნება, რომლითაც ისარგებლებს როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლე?
ჩვენთვის გასაგებია კითხვის ავტორის წუხილი. ქართულენოვანი ინფორმაცია ინტერნეტში სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მაგ. შეგიძლიათ ეწვიოთ ქართულ საინფორმაციო საძიებო სისტემებს http://www.google.ge, http://www.internet.ge/, http://www.geres.ge . პროგრამა "ირმის ნახტომის" ფარგლებში არა მხოლოდ მოხდება სკოლების აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, არამედ ითარგმნება საინტერესო ინფორმაცია მასწავლებლებისათვის (პროგრამის საიტის მისამართია: www.dlf.ge).
თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას ნახავთ ვიკიპედიის საიტზე, ეს არის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედია (მათ შორის ქართულიც), სადაც განთავსებულია უახლესი, მუდმივად განახლებადი ინფორმაცია მრავალ საკითხზე (მისამართია http://ka.wikipedia.org/wiki).
საქართველოს შესახებ ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიღებას შეძლებთ სტატისტიკის დეპარტამენტის საიტიდან http://www.statistics.ge.
ეს ქართულენოვანი რესურსების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.


ხელოვნების საგანი ახალია და მოსწავლეებიც დიდ ინტერესს იჩენენ მის მიმართ. მაგრამ სერიოზული პრობლემებია სხვადასხვა ხელოვანების ალბომები ძვირადღირებულია, სკოლის ბიბლიოთეკას ასეთი ალბომები არ მოეპოვება. ალბათ, არსებობს რაიმე გამოსავალი. ხომ ვერ მიგვითითებთ ამ მიმართულებით სპეციალურ საიტებს?
ინტერნეტში განთავსებულია დიდძალი მასალა, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლა/სწავლების პროცესს. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან საიტს. მოცემული საიტებიდან თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვადასხვა ლინკებზე.
http://www.artcyclopedia.com/ - ეს არის ხელოვნების თავისუფალი ენციკლოპედია, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ხელოვნებაში ყველა მიმდინარეობაზე, ხელოვანებზე და მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებზე; აქვეა განთავსებული საინტერესო სტატიები და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები ხელოვნებაში.
ასევე თქვენ შეგიძლიათ "ესტუმროთ" კონკრეტულ მუზეუმებს:
http://www.louvre.fr/llv/commun/home_flash.jsp - ლუვრის მუზეუმი, პარიზი;
http://www.nga.gov/collection/index.shtm -ხელოვნების ეროვნული გალერეა (ვაშინგტონი);
http://www.museupicasso.bcn.es/index.htm - პიკასოს მუზეუმი ბარსელონა;
http://museoprado.mcu.es/ihome.html - პრადოს მუზეუმი, მადრიდი;
http://www.museicapitolini.org/ - კაპიტოლინის მუზეუმი, რომი;
http://www.hermitagemuseum.org/ - ერმიტაჟი, სანტ პეტერბურგი;
http://www.museum.ru/ - რუსეთის მუზეუმები;
ქართულენოვანი საიტებიდან შეიძლება გამოიყენოთ:
http://www.internet.ge/ ხელოვნება და კულტურა. მუზეუმები და გალერეები.


არის თუ არა ინტერნეტ-საიტები, რომლებიც დაგვეხმარება საბუნებისმეტყველო საგნებში გაკვეთილების მომზადებაში? სასურველია სხვადასხვაენოვანი გვერდების მითითება.
ასეთი საიტების ნახვა შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე:
ირმის ნახტომი _ www.soft.dlf.ge
http://campus.umr.edu/lead/sciconsort/biology (biolets)
http://campus.umr.edu/lead/sciconsort/physics
http://campus.umr.edu/lead/sciconsort/chemistry

მუსიკის საგნის X კლასის სტანდარტში მითითებულია ოთხი კომპიუტერული პროგრამა:
• Cakewalk
• E Jay
• Sibelius
• Voyetra

სად შეიძლება მოვიძიოთ ეს პროგრამები?


ეს პროგრამები შეიძლება შევიძინოთ CD-დისკებზე სპეციალიზებულ მაღაზიებში, ან, საკვანძო სიტყვების მიცემის შემთხვევაში, მოვიძიოთ ინტერნეტში და ჩამოვტვირთოთ. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, რომ ყოველივე ეს, საზოგადოდ, გარკვეულ მატერიალურ ხარჯებთანაა დაკავშირე¬ბული.
ამასთან ერთად, ეს ჩამონათვალი, გარკვეულწილად, პირობითია, ვინაიდან მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამები დინამიურად ვითარდება და ინერგება. შესაბამისად, მისაღებია იმ პროგრამების ათვისება და გამოყენება, რომლებზეც სკოლას ხელი მიუწვდება.
დაბრუნება დასაწყისში
მომხმარებლის პროფილი პირადი შეტყობინების გაგზავნა
Display posts from previous:   
ახალი თემის შექმნა   პასუხი თემაზე       ganatleba.org -> საგნობრივი საკითხები All times are GMT
გვერდი ნომერი 1(სულ - 1)

 
აირჩიე:  
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ, თემებზე პასუხის გაცემა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების რედაქტირება
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი წერილების წაშლა
ამ განყოფილებაში თქვენ არ შეგიძლიათ ხმის მიცემა კენჭისყრისას
You cannot attach files in this forum
You cannot download files in this forum