GEOENG
 
 სიახლეებზე ხელმოწერა
საინფორმაციო მასალების მისაღებად გთხოვთ გაიაროთ
რეგისტრაცია
საკონტაქტო ინფორმაცია
 

 tel:        99532 957988
 fax:       99532 957988
e-mail: info@ganatleba.org

დიმიტრი უზნაძის ქ. 52
თბილისი, 0102
საქართველო


 
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი აცხადებს კონკურსს

ადგილობრივი ექსპერტები წიგნიერებაში (ორი ვაკანსია)

 

1. ზოგადი სახის ინფორმაცია:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროგრამას (APL #2)  საკრედიტო ნომერი 4246 GE - ეროვნული დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების რეფორმირების,  სწავლის და სწავლების ძირითადი შინაარსის გარდაქმნისა და  და ყველა სკოლისთვის  მისაღწევი ახალი მიზნების შემუშავებისთვის. პროგრამა ფინანსდება საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) კრედიტით და იაპონიის PHRD  ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის  გრანტის ფარგლებში,  ნომერი: TF057515.

საქართველოს მთავრობამ დააარსა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი (ესგს), როგორც პროექტის ნაწილი. საქართველოს ესგს არის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომლის მიზანია გააუმჯობესოს საშუალო განათლების ხარისხი შემდეგი ძირითადი ამოცანების შესრულებით:

1.       ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა;

2.       სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

3.       საქართველოს საშუალო განათლების სისტემისთვისეროვნული შეფასებების ჩატარება.

ესგშც უზრუნველყოფს როგორც შერჩევაზე დაფუძნებული ეროვნული შეფასების ჩატარებას საქართველოში, აგრეთვე   მოსწავლეთა  შეფასების სისტემის განვითარებას კონკრეტული საგნების მიხედვით APL II პროგრამის ფარგლებში. სახელდობრ, როგორც პროგრამის ნაწილი, ცენტრ  ჩაატარებს შერჩევაზე დაფუძნებულ შეფასება მათემატიკასა და ქართულ ენაში მე-4 და მე-9 კლასის მოსწავლეებთან.

                2009 წელს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა განახორციელა შერჩევაზე დაფუძნებული შეფასება ქართულ ენასა და მათემატიკაში მე-9 კლასის მოსწავლეებთან. შეფასება ჩატარდა შერჩეულ სკოლებში სასწავლო წლის ბოლოს. მათემატიკის შეფასებისთვის ჩატარდა პრეტესტი,  ამჟამად სრულდება მონაცემების შეგროვება. პროცესი უფრო წინ წასულია ქართულ ენის შეფასებაში,  პრეტესტი და ძირითადი ტესტიც უკვე განხორციელდა და ახლა მიმდინარეობს საბოლოო შედეგების ანგარიშზე მუშაობა. 

ამ პროგრამის მიზანია მოხდეს სამუშაოს სრულყოფა,  დაიგეგმოს და განხორციელდეს  ეროვნული შეფასებები მე-4 კლასისთვის ქართულ ენასა და მათემატიკაში 2011 წელს. ამისთვის ესგს გეგმავს  ორი ექსპერტის დაქირავებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შეფასების სპეციალიზაციით.

2. მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-4 კლასის მოსწავლეებთან ეროვნული შეფასების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის ჩატარებული სამუშაოების გაუმჯობესება/სრულყოფა;   შეფასების ინსტრუმენტები განვითარება; მე-4 კლასელების მიღწევების სტანდარტზე დაფუძნებული შეფასების ჩატარება; კურიკულუმის დამუშავების პროცესში მონაწილეობა(ჩართულობა).

3. ვალდებულებები და პასუხისმგებლობა:

ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) დაწყებითი განათლების ექსპერტის მიერ ჩატარებული სამუშაო:

·         მეოთხე კლასელთათვის ტესტური კითხვების შექმნა;

·         ფსიქომეტრიკოსებთან და შესაბამისი საგნის ექსპერტებთან თანამშრომლობა ტესტის შექმნისათვის;

·         ინსტრუქციების/ გზამკვლევების შექმნა და ტრენინგების ჩატარება  საგნის ექსპერტების და ტესტის შექმნის სპეციალისტებისთვის;

·         ტესტის შედეგების თვისებრივიანალიზის უზრუნველყოფა სტანდარტის განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით;

·         ტესტის შედეგების სიღრმისეული ანალიზი  და შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადება;

·         ახალი კურიკულუმის პილოტირებასა და დანერგვის პროცესში მონაწილეობა.

 

4. საკვალიფიკაციო მოთხოვნები (კრიტერიუმები შერჩევისთვის)

·         შესაბამისი უმაღლესი განათლება ქართულ ენსა და ლიტერატურის სპეციალობით  (სასურველია PhD ხარისხი);

·         დაწყებით კლასებში სწავლების კარგი გამოცდილება;

·         საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

·         გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;

·         ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე (წერითი და ვერბალური საკომუნიკაციო უნარები);

·         კომპიუტერის სრულყოფილი ცოდნა.

5.      ანგარიშვალდებულება:

ექსპერტი ანგარიშვალდებულია ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის დირექტორს, ჰუმანიტარული მეცნიერების კოორდინატორს და შეფასების კოორდინატორს წარუდგინოს ყოველთვიური ანგარიშები.

6.      დასაქმების ხანგრძლივობა და ჩართულობა:

ხელშეკრულება ექსპერტებთან მოიცავს 10 თვეს. სრული განაკვეთი ხანგრძლივობის გაგრძელების პერსპექტივით.

 

დაინტერესებულმა პირებმა CV ქართულ და ინგლისურ ენებზე სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:

 

სსიპ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

0102 თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. #52, ოთახი #236.

ტელეფონები:  95-79-88

ელ-ფოსტა: info@ganatleba.org

 

საკონტაქტო პირი: ქ-ნი მანანა კვირკველია

 

განაცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2010 წლის 9 მარტი.



 
საქართველოს საჯარო სკოლების მიერ არჩეული გრიფირებული სახელმძღვანელოების სია კლასების და საგნების მიხედვით
 
2010 წლის სახელმძღვანელოების კონკურსი
 
2010 წლის ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსზე წარმოდგენილი სახელმძღვანელოების ჩამონათვალი
 
ეროვნული შეფასების შედეგების პრეზენტაცია მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში
 
განცხადება პროექტის ”სახელობო განათლების ინტეგრაცია ზოგად განათლებასთან” ფარგლებში გამოფენის მხატვრის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების თაობაზე
 
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის სპეციალური განცხადება საკონკურსო სახელმძღვანელოს შემოტანის ვადის გაგრძელების თაობაზე
 
საატესტატო საგამოცდო პროგრამები 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთათვის
 
საკონსულტაციო შეხვედრები გამომცემლობებთან
 
ინფორმაცია 2010 წლის ზოგადსაგანმანათლებლო სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსთან დაკავშირებით შემოსული განაცხადების შესახებ
 
კონსულტაციები ქართულის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოს ავტორებისათვის
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
 
Created by Pro-Service
 
Copyright © 2010 National Curriculum & Assessment Centre. All rights reserved.